ეგვიპტეში სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

14:37, 12.07.2018

ეგვიპტეში სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 25 მგზავრი.

დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა მათრუხისა და ალექსანდრიის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

ავტობუსი გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრ სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც მგზავრებით სავსე სატრანსპორტო საშუალება ამობრუნდა.

სამართალდამცველები წინასწარ ვერსიად, ავტობუსის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას ასახელებენ.

მსგავსი