ანანურთან სატვირთო ავტომობილის მძღოლი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

15:01, 06.08.2020

სამონასტრო კომპლექს ანანურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული. სატვირთო ავტომობილის მძღოლი მაშველებმა გარდაცვლილი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ასევე გარდაცვლილია ერთი ქალი.

სამონასტრო კომპლექს ანანურთან მდებარე ობიექტებზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი