თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Daily Sabah ავცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე ნასამართლევია აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოს“ წევრობისთვის.

როგორც თურქული მედია იტყობინება, დაკავებული, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, „საკვანძო როლს“ ასრულებდა რუსეთის ელჩის მკვლელობის დაგეგმვაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი იყენებდა პროგრამას ByLock-ს, რომლითაც თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, „ფეტოს“ წევრებს ერთმანეთში ფარული მიმოწერა აქვთ.

ანკარაში რუსი დიპლომატის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მანამდე ხუთი ადამიანი დააკავეს: სამი ყოფილი პოლიციელი, გამომცემლობა Guru Medya-ს ხელმძღვანელი და იმ ფოტოგამოფენის ორგანოზატორი, სადაც ელჩი მოკლეს.

ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოკლეს.