თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის რამდენიმე ჟურნალისტი გაასამართლეს
თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Zaman-ის რამდენიმე ჟურნალისტი გაასამართლეს. მათ 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, სასამართლომ ცნობილი თურქ ჟურნალისტებს საჰინ ალპაისა და ალი ბულაკს ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით რვა წლითა და ცხრა თვით თავსუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მუმთაზარ თურქენესა და მუსტადა უნალს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
თურქეთის ხელისუფლება Zaman-ს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მთავარ მედიასაშაულებად მიიჩნევენ. გამოცემა თურქეთის მთავრობამ 2016 წელს დახურა. ამავე წლის სექტემბერში გაზეთის 30 ჟურნალისტისა და რედაქტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ყველა მათგანი გიულენთან კავშირს უარყოფს.
ანკარა ფეთჰულა გიულენს არშემდგარი გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს და აშშ-ისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
შეგახსენებთ, აპრილში თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის 15 თანამშრომელს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2016 წლის ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 160 ათასამდე ადამიანი დააკავეს, მათგან 50 ათასს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. დაახლოებით 160 ათამდე საჯარო მოხელე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს