თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გაავრცელა.
„დაკავებული თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის ე.წ. ემირია. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სამოქმედო გეგმა“, – წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
სხვა დეტალები მინისტრს არ გაუმჟღავნებია.