თურქეთში, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.
თურქული მედიის ინფორმაციით, გამოძიება 2010 წელს ინსპექტორების გამოცდის საქმეს უკავშირდება.
თურქეთის უსაფრთხოების ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას ქვეყნის 76 პროვინციაში ჩაატარებენ.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და ჯარისკაცების ნაწილმა სამხედრო გადატრიალება სცადა. აღნიშნული მოვლენების დროს 250 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. მქადაგებელ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში ათასამდე ადამიანია გასამართლებული.