თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 31 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 31 ადამიანი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციები ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში ჩატარდა.
თურქეთის პოლიციამ კაისერის პროვინციაში ერაყის ცხრა მოქალაქე დააკავა, რომლებსაც სირიასა და ერაყში ტერორისტული საქმიანობა ედებათ ბრალად. ბათმანის პროვინციაში ჩატარებული ცალკეული ოპერაციის დროს, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა 22 ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელთაგან ერთი ტერორისტული დაჯგუფების ადგილობრივი ლიდერია.
ოპერაციების დროს, შეიარაღება, აღჭურვილობა, ციფრული მასალები და დოკუმენტები იქნა ამოღებული. თურქეთმა ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტერორისტულ ორგანიზაციად 2013 წელს გამოაცხადა.