თურქეთში, დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაქირში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
მომიტინგეები ქალაქის ქურთი მერის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები დიარბაქირის მერიასთან შეიკრიბნენ.
19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სამი ქალაქის ქურთი მერები შეცვალა და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის ბრალდებით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქალაქების დიარბაქირის, მარდინისა და ვანის მერებს სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელება.