პარიზში „გლობალური უსაფრთხოების“კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირის საშუალებით დაშალა
პარიზში „გლობალური უსაფრთხოების“კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირის საშუალებით დაშალა

პარიზში „გლობალური უსაფრთხოების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენის აირის საშუალებით დაშალა. აქციაში, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა, რამდენიმე ასეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ისინი კანონპროექტის 24-ე მუხლს აპროტესტებენ, რომელიც მათი მოსაზრებით, ინფორმაციის თავისუფლებას არღვევს. 24-ე მუხლი ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველის სახის ან სხეულის სხვა ნაწილების გამოსახულების გავრცელებას კრძალავს, რომლითაც მისი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ამ მუხლის დარღვევისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და მედიაპროფკავშირები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მუხლი შეუძლებელს ხდის ჟურნალისტებისთვის, გააშუქონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტება.