თურქეთში, ართვინის პროვინციაში კლდე ჩამოიშალა და სატვირთო მანქანები მოიყოლა
თურქეთში, ართვინის პროვინციაში კლდე ჩამოიშალა და სატვირთო მანქანები მოიყოლა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ერთი ადამიანი.
შემთხვევა ქემალფაშას რაიონში, ხოფასა და ქემალფაშას დამაკავშირებელ შავიზღვისპირა მაგისტრალზე მოხდა.
ართვინის გუბერნატორ ილმაზ დორუქის განცხადებით, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ლოდების ქვეშ ოთხი სატვირთო მანქანა მოყვა.