სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო მანქანასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო მანქანასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანის შემოწმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სომხური მედიის ცნობით, კომიტეტმა გამოაქვეყნა დეტალური აღწერილობა, რა სახის შემოწმებები გაიარა სატვირთო მანქანამ სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის და ქვეყნის დატოვების პერიოდში.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნისა და ქვეყნის დატოვების პერიოდში სატვირთო არ იყო დატვირთული რისკის შემცველი ტვირთით.

„იმპორტის, საბაჟო კონტროლის, რენტგენული შემოწმების, განბაჟების, დოკუმენტაციის, ექსპორტის პროცესები გამართულად და კანონიერად განხორციელდა. სომხეთის რესპუბლიკაში შესვლისას და გასვლისას ტვირთის ფიზიკური, რენტგენოლოგიური შემოწმების დროს რისკფაქტორი არ დადგინდა. შენახულია ზემოაღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ყველა საბუთის ასლი, ასევე რენტგენის სურათები, საბაჟო კონტროლის ზონებში ვიდეოთვალთვალის მოწყობილობების მიერ დაფიქსირებული მოძრაობა“, – ნათქვამია სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ანგარიშში.