რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი
რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

სოფელ რუისთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გორი-აგარა-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა მაგისტრალზე მოძრავ მეორე სატვირთოს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.