პოლონეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სატვირთო მანქანების უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვების მიღების სისტემა აღადგინოს

22:34, 04.12.2023

პოლონეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სატვირთო მანქანების უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვების მიღების სისტემა აღადგინოს, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მტკიცედ და ცალსახად მოვითხოვთ უკრაინელი მძღოლებისთვის სატრანსპორტო ნებართვების აღდგენას“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

სატვირთო მანქანების პოლონელმა მძღოლებმა პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს და მოითხოვეს, რომ ევროკავშირმა ხელახლა შემოიღოს ნებართვების სისტემა უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან. ნებართვების სისტემა გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუქმდა.

მსგავსი