პოლონეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სატვირთო მანქანების უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვების მიღების სისტემა აღადგინოს
პოლონეთი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა სატვირთო მანქანების უკრაინელი მძღოლებისთვის ნებართვების მიღების სისტემა აღადგინოს, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მტკიცედ და ცალსახად მოვითხოვთ უკრაინელი მძღოლებისთვის სატრანსპორტო ნებართვების აღდგენას“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
სატვირთო მანქანების პოლონელმა მძღოლებმა პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს და მოითხოვეს, რომ ევროკავშირმა ხელახლა შემოიღოს ნებართვების სისტემა უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან. ნებართვების სისტემა გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუქმდა.