თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ინფორმაციის მინისტრი დააკავეს
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ანკარაში ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ინფორმაციის მინისტრი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია Haber Turk-ი ავრცელებს. დაკავებული ომერ იეტეკი დაჯგუფებაში მედიის სფეროზე იყო პასუხისმგებელი. ის თურქეთის დედაქალაქში უსაფრთხოების სამმართველოს ანტიტერორისტული განყოფილების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს.
12 იანვარს თურქულმა მედიამ თურქეთის ქალაქ კაისერში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მინისტრის დაკავების შესახებ განაცხადა.