თურქეთის თავდაცვის მინისტრი - საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების ნაცვლად, ამ პრობლემის ნაწილია
სენატის მიერ რეზოლუციის მიღება ნიშნავს, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების ნაცვლად, ამ პრობლემის ნაწილია, – აღნიშნული განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა საფრანგეთის სენატის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნის შემცველი რეზოლუციის დამტკიცების საპასუხოდ გააკეთა.
„საფრანგეთი უნდა იყო მიუკერძოებელი, რადგან ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. სენატის მიერ რეზოლუციის მიღება კი ნიშნავს, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების ნაცვლად, ამ პრობლემის ნაწილია“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.