სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ყარაბაღის სომხების ცხოვრება აზერბაიჯანის ხელისუფლების პირობებში რთული წარმოსადგენია
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ყარაბაღის სომხების ცხოვრება აზერბაიჯანის ხელისუფლების პირობებში რთული წარმოსადგენია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვანისიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის სომხები „იდეალურ მსოფლიოში“, შესაძელებელია, ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების პირობებში, თუმცა, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ეს რთული წარმოსადგენია. ამის შესახებ დიპლომატმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჰოვანისიანმა აღნიშნა, სომხეთს ესმის, რომ ყარაბაღელი სომხები ღია არიან ბაქოსთან მოლაპარაკებებისთვის და რომ დიალოგი არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ კონკრეტული შეთანხმებები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ასეთი სიტუაციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ  სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში.