კრემლში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ ყარაბაღში „ეთნიკური წმენდის“ შესახებ საუბრის საფუძველს
კრემლში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ ყარაბაღში „ეთნიკური წმენდის“ შესახებ საუბრის საფუძველს

კრემლში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ ყარაბაღში „ეთნიკური წმენდის“ შესახებ საუბრის საფუძველს. ამის შესახებ რუსულ მედიას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განუცხადა.

„ჯერ არ არის საფუძველი, ვილაპარაკოთ ეთნიკური წმენდის შესახებ. ამისთვის არსებობს პირდაპირი კონტაქტები, რომლის დროსაც ჩვენს შესაძლო შეშფოთებას გამოვთქვამთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ყურადღება გააახვილა ბაქოს განცხადებებზე, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე არა სამოქალაქო ობიექტები, არამედ მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. „ჩვენ გვინდა, იმედი გვქონდეს, რომ ასეც არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა მან.

ამასთან, პეკსოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შიდა საქმეა.

„აზერბაიჯანი მოქმედებს თავის ტერიტორიაზე, რაც აღიარებულია სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.