თურქეთის საპარლამენტო არჩევნებზე 10%-იანი ბარიერი პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც“ გადალახა
თურქეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე 10 პროცენტიანი ბარიერი მეოთხე პარტიამ, პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ გადალახა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი თურქეთიდან იუწყება, წინასწარი მონაცემებით, სალაჰათთინ დემირტაშის პარტიას ხმების 10.27 პროცენტი აქვს.
აღსანიშნავია, რომ პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი სალაჰათთინ დემირტაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის ბრალდებითაა დაკავებული.
საარჩევნო ბარიერს ასევე უახლოვდება „კარგი პარტია“ 9.89 პროცენტით.
თურქეთის საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, მმართველ პარტიას ამ დროისთვის 43.86 პროცენტი აქვს, მის მოკავშირე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას“ კი 11.52%.
რაც შეეხება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 55.08 პროცენტი აქვს.