რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არჩევნებში გამარჯვებულია ჩვენი დემოკრატია, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არჩევნებში გამარჯვებულია ჩვენი დემოკრატია, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი

არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული“, – განაცხადა ერდოღანმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რომელიც სურდა და რომლის იმედიც ჰქონდა.

„არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი. ამ გამარჯვებაში დამარცხებული არ არის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტია –  „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32 პროცენტით ლიდერობს, ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% დააგროვა.

არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.