რიში სუნაკი – ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მოუთმენლად ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას
რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.
„ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მოუთმენლად ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელებას, მზარდი ვაჭრობიდან დაწყებული, უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევამდე, როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების“, – წერს სუნაკი „ტვიტერზე“.