კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტ დიმერზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტ დიმერზე 22 ნოემბერს რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის ყველაზე პატარა 11 წლისაა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საცხოვრებელ შენობას რუსული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო აპარატი შეეჯახა, რამაც შესასვლელი ფაქტობრივად გაანადგურა.
სამაშველო სამუშაოებს მუდმივი საფრთხე აფერხებს. საღამოს ნანგრევებიდან ერთი ბავშვი ამოიყვანეს. შვიდი წლის ბიჭი თითქმის 14 საათი იმყოფებოდა შენობის კონსტრუქციის ქვეშ.