ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო ხომალდი გაანადგურა

12:53, 23.11.2026

უკრაინამ ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო ხომალდი გაანადგურა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, ოპერაციის დროს უკრაინული წარმოების შვიდი დრონი გამოიყენეს.

„რუსეთის ომის საპასუხოდ უკრაინამ სანიმუშო ოპერაცია ჩაატარა. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებს და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ამ დავალებების შესრულებაში მონაწილეობდნენ. ოპერაციის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია გუშინ და დღეს მივიღე – დასახული მიზნები მიღწეულია. ყველაფერი ლიბიის სანაპიროსთან მოხდა. ჩვენმა მებრძოლებმა უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმის მოგერიების ყველა მცდელობის მიუხედავად, რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. ეს რუსეთის ერთ-ერთი უახლესი ხომალდია, რომელიც 2023 წელს, სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას შევიდა ექსპლუატაციაში. კორვეტთან ერთად ვერტმფრენი Ка-27-იც განადგურდა. ჩვენი მეორე სამიზნე რუსეთის სატვირთო გემი MV ANGARA იყო, რომელსაც მოწინააღმდეგე იარაღის გადასაზიდად იყენებდა. რუსეთის აგრესიას ვპასუხობთ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი