ჯო ბაიდენი - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველოდები, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა
ჯო ბაიდენი - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველოდები, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა

რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ვულოცავთ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.