თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ სწორია, თუმცა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის თანასწორობა არ უნდა შევინარჩუნოთ
ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ სწორია, თუმცა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის თანასწორობა არ უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, აზერბაიჯანის საელჩოში სტუმრობისას განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთიანი ყარაბაღის პრობლემის სრული მოგვარება კავკასიაში მშვიდობას და სტაბილურობას დაამკვიდრებს.
ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გავიდეს.
აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა პარტია „სამართლიანობის და განვითარების“ ხელმძღვანელის მოადგილეც. ნუმან კურტულმუშის განცხადებით, რამდენადაც ყველა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარდაჭერილი უნდა იყოს აზერბაიჯანი, სომხეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის დროს.