თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - ქვეყანა ეკონომიკური ომის წინააღმდეგია, თუმცა აშშ-სგან თავდასხმას უპასუხოდ არ დავტოვებთ
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - ქვეყანა ეკონომიკური ომის წინააღმდეგია, თუმცა აშშ-სგან თავდასხმას უპასუხოდ არ დავტოვებთ

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტის გზაზეა.

„ისინი მზად არიან, პასტორის გამო თურქეთთან ურთიერთობა შეწყვიტონ. ვაშინგტონს თურქეთის მხარდაჭერის დაკარგვისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მისი თქმით, თურქეთი ეკონომიკური ომის წინააღმდეგია, თუმცა თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.

შეგახსენებთ, 1-ელ აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორ თურქ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკელი პასტორია, რომელიც თურქეთში, არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დააკავეს. ის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ბრალდებული. რამდენიმე კვირის წინ. პასტორ ენდრიუ ბრანსონს შინაპატიმრობა მისაუჯეს.