თურქეთის ოპოზიციურმა „სახალხო-რესპუბლიკურმა“ პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად მუჰარემ ინჯე ოფიციალურად წარადგინა
თურქეთის ოპოზიციურმა „სახალხო-რესპუბლიკურმა“ პარტიამ მუჰარემ ინჯე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
თანაგუნდელების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ინჯე მათ დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, იქნება არა მხოლოდ თავის მომხრეების, არამედ ყველა თურქის პრეზიდენტი. მუჰარემ ინჯე 54 წლის არის და 2002 წლიდან დეპუტატია.
მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ კი საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წარადგინა.
შეგახსნებთ, თურქეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ 18 აპრილს განაცხადა და ეს გადაწყვეტილება მეზობელ სირიასა და ერაყში არსებული მდგომარეობით ახსნა.