თურქეთის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მომუშავე მუშების აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა
თურქეთის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მომუშავე მუშების აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. ინფორმაციას გამოცემა Hurriyetdailynews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა სახიფათო სამუშაო პირობები გააპროტესტეს. ახალი აეროპორტის მშენებლობაზე 35 000 ადამიანია დასაქმებული.
გამოცემა წერს, რომ მუშები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რადგან აეროპორტის გახსნა მომდევნო თვეში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციისთვის არის დაგეგმილი.
აეროპორტი წლის განმავლობაში 90 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს.