პოლონეთში ბიზნესის გახსნის დაჩქარების მოთხოვნით გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
პოლონეთში ბიზნესის გახსნის დაჩქარების მოთხოვნით გამართული აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დღეს გამართულ აქციაზე მოქალაქეები ბიზნესის გახსნის დაჩქარებას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივმა პოლიციამ „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკურ აგრესიის შემდეგ, მათ პირდაპირი კონფრონტაციის მეთოდების გამოიყენა მოუწიათ, მათ შორის ფიზიკური ძალისა და ცრემლსადენი გაზის.

აქციაზე იმყოფებოდა იაჩეკ ბური, პოლონეთის ოპოზიციური დაჯგუფების, საზოგადოებრივი კოალიციის სენატორი და წევრი. ბური აცხადებს, რომ პოლიციამ ის დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. პოლიციას ბურის, როგორც სენატორის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დაკავების უფლება არ აქვს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ბური არავის დაუკავებია, ის თავისით ჩაჯდა პოლიციის ერთ-ერთ მანქანაში და გარეთ გადმოსვლაზე უარს ამბობდა. საზოგადოებრივმა კოალიციამ „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ მთავრობისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

პოლონეთში კორონავისუსის 18 257 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორი 915 ადამიანი გარდაიცვალა.