თურქეთის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მომუშავე მუშების აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

21:20, 14.09.2018

თურქეთის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მომუშავე მუშების აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. ინფორმაციას გამოცემა Hurriyetdailynews-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა სახიფათო სამუშაო პირობები გააპროტესტეს. ახალი აეროპორტის მშენებლობაზე 35 000 ადამიანია დასაქმებული.

გამოცემა წერს, რომ მუშები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რადგან აეროპორტის გახსნა მომდევნო თვეში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციისთვის არის დაგეგმილი.

აეროპორტი წლის განმავლობაში 90 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს.

მსგავსი