თსუ-ში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო.
საზოგადოება, რომელიც მიზნად უნივერსიტეტის განვითარებას ისახავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აერთიანებს.
“დღეს გვეამაყება, რომ ვიმყოფებით იმ კედლებში, რომელმაც ამდენი სასიქადულო და გამოჩენილი ადამიანი გაუზარდა ქვეყანას. მთავრობის გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია მოხდება ” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
მისივე თქმით, როგორც 100 წლის წინ დაარსდა წარმოიქმნა უნივერსიტეტის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიდნა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, დღეს განახლდება ეს იდეა და შეიქმნება, რომელიც ისევე დაუდებს დასაბამს დიდი იდეების განვითარებას, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა. ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ეს იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლები განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.