ტრამპი ხაშოგის საქმეზე სახელმწიფო მდივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს ესაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტამბოლში მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელ ჯინა ჰასპელს ესაუბრა.
თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის ინფორმაციით, ტრამპი პომპეოსა და ჰასპელს ტელეფონით ესაუბრა. სანდერსმა საუბრის დეტალები არ გაასაჯაროა.
მანამდე, გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ გასცა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.