ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ ბარნსი წარადგინა
ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ ბარნსი წარადგინა

ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ ბარნსი წარადგინა.

მანამდე ბარნსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობდა.

როგორც ბაიდენის ოფისში განაცხადეს, უილიამ ბარნსი აშშ-ის საგარეო უწყებაში 33 წელი მუშაობდა. ის ხუთი დემოკრატი და რესპუბლიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

„ის იზიარებს შეხედულებას, რომ დაზვერვა უნდა იყოს აპოლიტიკური და რომ დაზვერვაში მომუშავე სპეციალისტები იმსახურებენ მადლიერებასა და პატივისცემას. ამერიკელი ხალხი მშვიდად იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბარნსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.