თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან და შესაბამის ზომებს გაატარებენ
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან და შესაბამის ზომებს გაატარებენ

ბათუმში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შემთხვევის განაცხადა.

„ხანძრის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია. იმედი გვაქვს, დარჩენილი ნაწილის ლიკვიდაციაც დროულად მოხდება. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვყავს. მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამის ზომებს გავატარებთ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო ბრიგადა. ხანძარი დაახლოებით 02:00 საათზე გაჩნდა, მიზეზი ჯერ უცნობია.