თორნიკე მოლაშვილი - ყველანი ჩამობრძანდით რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილია და განახებთ, ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან
ყველანი ჩამობრძანდით რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილია და განახებთ, ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ადამიანების გარკვეული ჯგუფი გულმავიწყი ყოფილა.
„ყველანი რუსთავის ციხესთან, 14:00 საათზე ჩამობრძანდით, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და იქ განახებთ, ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან. მე უბრალოდ ხალხს მოვუწოდებ, ძალიან გთხოვთ, ჩამოდით, რადგან როგორც ჩანს, ქართველი ხალხის კატეგორია ძალიან გულმავიწყი ყოფილა და ჩვენი უახლოესი ბოლო ისტორია არ ახსოვთ ან არ უნდა, რომ გაიხსენოს“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები დღეს, 14:00 საათზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას გამართავენ.