თორნიკე მოლაშვილი - დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, ვის ხელში ვიყავით, სად ვართ და თუ არ დავფიქრდებით ჩვენს საქციელზე, ხვალ სად შეიძლება, თავი ამოვყოთ
თორნიკე მოლაშვილი - დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, ვის ხელში ვიყავით, სად ვართ და თუ არ დავფიქრდებით ჩვენს საქციელზე, ხვალ სად შეიძლება, თავი ამოვყოთ

ვაფრთხილებ ხელისუფლებას, როგორც კი სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, იმ წუთიდან საქართველოში დაიწყება რევოლუცია, „ნაციონალური მოძრაობის“ სექტის წევრები არ მისცემენ მოსახლეობას და მთავრობას გასაქანს, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს გაიმართება აქცია, რომლითაც კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, „ვის ხელში ვიყავით, სად ვართ და თუ არ დავფიქრდებით ჩვენს საქციელზე, ხვალ სად შეიძლება, თავი ამოვყოთ“.

„დღეს მთავარი სათქმელი არის, რომ ხალხს გავახსენოთ უახლესი ისტორია. არჩევნებმა ჩაიარა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ხალხმა ყველაფერი ბოლომდე უნდა გაიგოს. კიდევ ერთხელ ვახსენებთ საზოგადოებას, ვის ხელში ვიყავით, სად ვართ და ჭკვიანად თუ არ მოვიქცევით, თუ არ დავფიქრდებით ჩვენს საქციელზე, ხვალ სად შეიძლება, თავი ამოვყოთ. არ მესმის, ნორმალური ადამიანი დღეს როგორ შეიძლება, მიხვიდე მიშა სააკაშვილთან და იძახო პოლიტპატიმარია და ციხიდან გამოუშვითო. უნდა გრცხვენოდეს, დღეს რომ ნაციონალი იყო სირცხვილია.

ერთი კვირის წინ განვაცხადე, რომ მოვა დრო და დამტკიცდება, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს-მეთქი, აღარ დამჭირდა ამის მტკიცება, რომ არ შიმშილობს. თვითონ მიხეილ სააკაშილი არის პიროვნება ტყუილი, ცრუ ადამიანია, ყველა მაგის საქმიანობა ტყუილს უკავშირდება.

ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ როგორც კი მიხელ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, იმ წუთიდან დაიწყება საქართველოში რევოლუცია, არ მისცემენ საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას გასაქანს „ნაციონალური მოძრაობის“ სექტის წევრები. იმ წუთიდან დაიწყება საქართველოში რევოლუცია. დაიწყეს არჩევნებით, მერე გადავიდნენ ვითომ მიშას შიმშილობაზე, ესეც არ გამოუვიდათ, გადასულები არიან ახლა საავადმყოფოში გადაყვანაზე და მერე გადავლენ იმაზე, რომ მოქალაქეობა დაუბრუნონ მიშას, რადგან მიშას თემა არ ჩამოიღონ დღის წესრიგიდან. რევოლუცია რომ უნდათ და ელანდებათ, ეს ფაქტია“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებულები დღეს საქართველოს პარლამენტთან აქციას 17:00 საათზე გამართავენ.