თორნიკე მოლაშვილი - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას „ნაციონალური მოძრაობის“ ბოგინს
თორნიკე მოლაშვილი - ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას „ნაციონალური მოძრაობის“ ბოგინს

სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, 30 ოქტომბერს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი ვერანაირად ვერ ექნება.

„ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ მატყუარა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოგინს. ეს პარტია არ არის, ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფებაა, ამ დაჯგუფების უფროსი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონდეს. ვერანაირად ვერ ექნება პოლიტპატიმრის სტატუსი მიხეილ სააკაშვილს.

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ ყველა საქმე რომ გამოძიებულიყო, მსოფლიო დაინახავდა, რა კრიმინალთან ჰქონდა საქმე. მსოფლიოს ეს რომ არ დაენახა, სწორედ ამიტომ არ მოხდა ამ საქმეების გამოძიება. ვიღაცების თხოვნა გაითვალისწინეს, ვიღაცების არ გაითვალისწინეს, ახალგაზრდა მთავრობა იყო, გამოუცდელები იყვნენ, პოლიტიკაში არ იყვნენ, გამოცდილება არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, როცა 2013 წელს მოვიდნენ.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს თავიდან გვიწევს ლაპარაკი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური დაჯგუფება, მათი მმართველობის დროს იყო სისხლისღვრა. მიხეილ სააკაშვილი გაღიმებული, გახარებული რომ შედიოდა ციხეში, რომ სცოდნოდა, ისევ დახვდებოდა იქ ის კაცი, კასტილებით რომ აუპატიურებდა, ეგრე ღიმილით შევიდოდა? პრიცნიპში, ეს შეიძლება, შესულიყო ღიმილით“, – აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

ამასთან, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი მართლა შიმშილობს.

„მე მიშა სააკაშვილს ვიცნობ პირადად და ეჭვი მეპარება, რომ ის მართლა შიმშილობდეს. არ არის ეს ის პიროვნება, რომ შიმშილობდეს და პატრიოტი იყოს. ვინც იცის, რომ ვიცნობ მას, მეკითებიან, რა სჭირს, ასე როგორ მოსდისო? არაფერი არ დაემართა, რაც იყო, ზუსტად იგივეა, არ შეცვლილა. მხდალი, მატყუარა, მშიშარა, ორპირი, ორგული, ჭორიკანა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, პრეზიდენტი ვინ გვყავდა. უნდა იცნობდეთ სააკაშვილის პიროვნებას, რაზე არის ხელის მომწერი“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.