ტონი ბლერი აცხადებს, რომ ბრიტანელმა დეპუტატებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ ბრექსიტის შეთანხმების არცერთ ვერსიას
დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი თვლის, რომ ბრიტანელმა დეპუტატებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ ბრექსიტის შეთანხმების არცერთ ვერსიას. ბლერი თვლის, რომ ნებისმიერი ეს შეთანხმება ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.
„ყველა ვერსია, რაც აქამდე შემოგვთავაზეს, ცუდია. პარლამენტის წევრებმა მას მხარი არ უნდა დაუჭირონ და საშუალება მისცენ ხალხს, რომ ბოლო სიტყვა ისევ მათ თქვან“,- აცხადებს ტონი ბლერი.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ოფიციალურ ლონდონსა და ორგანიზაციას შორის ბრექსიტთან დაკავშირებით, შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.