ტოკიოში ერთ-ერთი სასტუმროს ოთახების განათებით საქართველოს დროშა გამოსახეს [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოკიოში სასტუმრო Blossom Hotel-ის ოთახების განათებით საქართველოს დროშა გამოსახეს. ვიდეოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოკიოში, შიბუიას გზაჯვარედინთან მდებარე ორგანიზაცია Edgeof-ის სათაო ოფისი ქართული დროშის ფერებით განათდა.