ტოკიოში ერთ-ერთი სასტუმროს ოთახების განათებით საქართველოს დროშა გამოსახეს [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოკიოში სასტუმრო Blossom Hotel-ის ოთახების განათებით საქართველოს დროშა გამოსახეს. ვიდეოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტოკიოში, ​შიბუიას გზაჯვარედინთან მდებარე ორგანიზაცია Edgeof-ის სათაო ოფისი ქართული დროშის ფერებით განათდა.