გუდნი იოჰანესონი – ვულოცავ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ საქართველოს ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნათელ მომავალს
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველს პრეზიდენტსა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ვიხსენებ რა თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემს ოფიციალურ ვიზიტს, მე ვუსურვებ საქართველოს ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნათელ და განვითარებულ მომავალს. გილოცავ, საქართველო!“ – წერს ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი.
Congratulations to President @Zourabichvili_S and all the people of Georgia as you celebrate Independence Day. Thinking back to memories of my official visit to your beautiful country, I wish Georgia a bright and prosperous future based on our shared values. Gilotsav Sakartvelo! pic.twitter.com/JUs3M4z0Tj
— President of Iceland (@PresidentISL) May 26, 2024