გუდნი იოჰანესონი - ვულოცავ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ საქართველოს ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნათელ მომავალს
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველს პრეზიდენტსა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ვიხსენებ რა თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემს ოფიციალურ ვიზიტს, მე ვუსურვებ საქართველოს ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ნათელ და განვითარებულ მომავალს. გილოცავ, საქართველო!“ – წერს ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი.