მაია სანდუ – ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, დემოკრატიის დაცვისკენ მიმართული თქვენი ძალისხმევა გამოხმაურებას ჰპოვებს თქვენს საზღვრებს გარეთ

16:32, 26.05.2024
Press conference by Roberta METSOLA, EP President and Maia SANDU, President of the Republic of Moldova

Press conference by Roberta METSOLA, EP President and Maia SANDU, President of the Republic of Moldova

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. მაშინ, როდესაც მსოფლიო ხედავს თქვენს მტკიცე ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, დემოკრატიის დაცვისკენ მიმართული თქვენი ძალისხმევა გამოხმაურებას ჰპოვებს თქვენს საზღვრებს გარეთ. მოლდოვა სოლიდარობას გიცხადებთ თქვენ“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

მსგავსი