სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის განცხადებით, იგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
„კვლავ ფრენა ბაქოში, თბილისსა და ერევანში შეხვედრებისთვის. ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად ჩართულია მუშაობაში სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის“,- წერს ტოივო კლაარი „ტვიტერზე“.