ტოივო კლაარი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, სადაც „ხალხის მტრების“ სიების ადგილი არ არის
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„დღევანდელი დღე ზეიმის მიზეზი უნდა იყოს, თუმცა მე გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, სადაც „ხალხის მტრების“ სიების და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. საით მიდიხარ, საქართველო?“, – წერს ტოივო კლაარი.
შეგახსენებთ, აპრილში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ტოივო კლაარი უზბეკეთში ელჩად წარადგინა.
Today should be cause for celebration. Yet my heart aches. Our relationship is supposed to be based on shared values and on support for a strong civil society where lists of “enemies of the people” and anonymous phone calls have no place. Quo vadis, Georgia? pic.twitter.com/rGYsmWKaEj
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) May 9, 2024