ჯოზეფ ბორელმა ტოივო კლაარი უზბეკეთში ელჩად წარადგინა
ჯოზეფ ბორელმა ტოივო კლაარი უზბეკეთში ელჩად წარადგინა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი უზბეკეთში ელჩად წარადგინა.

ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე, 2014-2017 წლებში ის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში მუშაობდა ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელად.

2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე კი ის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.