ტოივო კლაარი - ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობა სომხეთიდან ევროკავშირის მისიის გაყვანას გახდის შესაძლებელს
ტოივო კლაარი - ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობა სომხეთიდან ევროკავშირის მისიის გაყვანას გახდის შესაძლებელს

ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობა სომხეთიდან ევროკავშირის მისიის გაყვანას გახდის შესაძლებელს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

ევროპელი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო მისია მშვიდობისადმი ევროკავშირის ნდობისა და ერთგულების უზრუნველსაყოფად განთავსდა.

„მშვიდობა და სტაბილურობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ შეგვეძლება ფოკუსირება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგზე“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ევროკავშირის მისია სომხეთში ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის 23 იანვარს დაამტკიცა.