თიანეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობს
თიანეთის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ და მსჯელობენ, რამდენად არის გათვალისწინებული პრიორიტეტები მათი შენიშვნები.
იმ შემთხევაში, თუ კომისია რაიონის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე ვარიანტს დადებით დასკვნას მისცემს, მას სავარაუდოდ ორშაბათს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
თიანეთის საკრებულომ რაიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორჯერ უკვე ჩააგდო. ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკრებულოს ვადა მარტის ბოლომდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება საკრებულოსა და მერს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს და თიანეთში ხელახალი არჩევნები გაიმართება.