თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

25 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ მერიამ გაითვალისწინა მათ მიერ დაფიქსირებული 13 პუნქტიანი შენიშვნები, მათ შორის არის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახსრების გამოყოფა, ბაღების კვებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა.

საბოლოო ჯამში, თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 453 7100 ლარით განისაზღვრა.