გიორგი წოწკოლაური - დიდი ალბათობით, თიანეთის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს
გიორგი წოწკოლაური - დიდი ალბათობით, თიანეთის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს

თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტს დღეს მესამე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. თუ ბიუჯეტი ამჯერადაც ჩააგდეს, თიანეთის მუნიციპალიტეში თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება.

თიანეთის მერი აცხადებს, რომ მზად არის ხელახალი არჩევნებისთვის.

თამაზ მეჭიაურის თქმით, ასეთ შემთხევაში მას ისეთი საკრებულო ეყოლებოდა, რომელთანაც ნაკლები პრობლემა ექნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მეჭიაურის განცხადებით, არჩევნები რომელიც დამატებით ხარჯებს მოითხოვს, მოსახლეობას არ აწყობს.

„ეს იყო ქუცნაშვილის პოლიტიკური თამაში, რათა ეჩვენებინა, რომ გავლენა აქვს რაიონზე და რომ მის გარეშე არაფერი წყდება, თუმცა როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ მისი გავლენა მხოლოდ გაფუჭებაზეა ორიენტირებული, ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. ქუცნაშვილის მიზანი იყო ხელი შეეშალა ჩემთვის და თუ მივიდოდა საქმე ახალ არჩევნებამდე, მე ვყოფილიყავი პოლიტიკურად გაკოტრებული. ძალიან ბევრი ჩასვრილი საქმე აქვს და ამ საქმეებს აუდიტის სამსახური შეისწავლის”,- განაცხადა მეჭიაურმა.

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის თქმით, ​ დიდი ალბათობით, საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს.

„ბიუჯეტის პროექტის მესამე რედაქციაში კომისიური განხილვის დროს დადგინდა, რომ გათვალისწინებულია საკრებულოს არგუმენტირებული შენიშვნები. დიდი ალბათობით, საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს“,- განაცხადა წოწკოლაურმა.